ჩვენ შესახებ

   გამომცემლობა „ზებრა“ დაარსების (2007 წ.) დღიდან პატარა მკითხველის მეგობარია. მრავალფეროვანი საბავშვო ლიტერატურა, პოპულარული ქართული და უცხოური ზღაპრები, გასაფერადებლები, სათამაშოს ფორმისა თუ „ფანჯრებიანი“ წიგნები ყველაზე პატარებისათვის, ენციკლოპედიები თუ სხვა შემეცნებითი ლიტერატურა  მოზარდებისათვის - აქ ყველა ასაკის ბავშვისთვის იპოვით საინტერესო წიგნს. თითოეული გამოცემა  ითვალისწინებს პატარების ასაკს, შესაძლებლობასა და ინტერესს, შესაბამისად, ხელს უწყობს მათ გონებრივ, მოტორულ და ინტელექტუალურ განვითარებას. 

  „ზებრას“ ერთ-ერთმა პროექტმა საბოლოოდ მოინადირა პატარების გული, როდესაც მათი საყვარელი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზე მულტფილმიდან წიგნის ფურცლებზე გადმოიტანა! ახლა მას მეორე ქართული ანიმაციური ფილმის „მაშველების“ გმირებიც შეუერთდნენ.

   ენციკლოპედიები აუგმენტურ რეალობაში მოზარდების საყვარელი გამოცემები გახდა. შეუთავსე მობილური მოწყობილობა წიგნს და უზარმაზარი არსებები მთელი ზომით გადმოინაცვლებენ არსებულ გარემოში...

   ჩვენი მიზანია, ბავშვებს კითხვა შევაყვაროთ და ამისათვის ყველა ღონეს ვხმარობთ - გამოვცემთ არა მხოლოდ შემეცნებით და საინტერესო წიგნებს, არამედ ისეთს, რომ პატარამ მისკენ ჯერ ხელი წაიღოს, შემდეგ კი გულიც დაიმორჩილოს.